აშშ–ში მზის ენერგიაზე სრულად გადასვლას გეგმავენ.
ენერგოსექტორის გადაწყობა 2050 წელს დასრულდება. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ „მწვანე ენერგიაზე“გადასვლის ვადებზე Solar Futures-ის კვლევა გამოაქვეყნა.
მკვლევრების პროგნოზით, ქვეყნის ენერგომომარაგებაში მზის ენერგიის წილი 2035 წელს 40% იქნება, ხოლო 2050 წელს 50%-ს გაუტოლდება. ამისთვის აშშ-მა მზის ენერგიის წარმოება 2025 წლამდე უნდა გააორმაგოს.
მიმდინარე წლის მონაცემებით, აშშ-ში მზის ენერგიის წილი 4%-ია.
[sexy_author_bio]