BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები ირანის მიერ მხარდაჭერილ მებრძოლების “ჰეზბოლას” ბაზებს თავს დაესხა ერაყსა და სირიაში.
ერაყის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თავდასხმების შედეგად 25 მებრძოლი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა.
დაჯგუფება ამერიკის შეერთებულ შტატებს ტერორისტულ ჯგუფად ჰყავს შერიცხული.
როგორც ცნობილია, აღნიშნული თავდასხმა პარასკევს, კირკუკის ბაზაზე მიტანილი იერიშის პასუხია.