ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, უკრაინისთვის პირდაპირი თუ ირიბი დახმარების მიზნით, 61 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ, – ამის შესახებ BBC წერს.
პროცედურის თანახმად, დოკუმენტი ხელახლა უნდა დაამტკიცოს სენატმა, შემდეგ კი კანონს ხელი ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს. დოკუმენტზე ხელმოწერის პირობა აშშ-ის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ დადო.
ოფიციალური პროცედურების დასრულების შემდეგ, აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების განახლებას კვლავ შეძლებს.