“აუცილებელია ფსიქიატრიულის აშენება დედაქალაქში” – ასე პასუხობს კახა კალაძე აქციის ორგანიზატორებს. ცოტა ხნის წინ თავისუფლების მოედანზე პაატა ბურჭულაძემ და მურთაზ ზოდელავამ ძალაუფლების გადაბარების შესახებ ისაუბრეს.
_ ამ წუთიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაემორჩილოს ქართველ ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილს – ასევე, უნდა მოვითხოვოთ „ოცნების“ წევრი ექვსი ადამიანის სასწრაფო დატყვევება და მიყვანა საპყრობილეში – თქვა ბურჭულაძემ.
რა გიპასუხოთ არვიცი, ჩვენ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვფიქრობდით ცირკის დაბრუნებას, თუმცა მგონია, რომ აუცილებელია ფსიქიატრიულის აშენება დედაქალაქში“, – განაცხადა კალაძემ.































































