წუხელ, გვიან ღამით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში.
ავარიაში აცანისა და აკეთის მაჟორიტარი დეპუტატები _ ემზარ თედორაძე და გიორგი მორჩილაძე მოყვნენ, რომელთაც პირველადი სამედიცინო დახმარები ლანჩხუთის მედალფას კლინიკაში აღმოუჩინეს.
არსებული ინფორმაციით, აცანის მაჟორიტარ დეპუტატს შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვს, ხოლო აკეთის დეპუტატი შემდგომი გამოკვლევებისთვის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი.
შსს-ს ცნობით, ლანჩხუთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. მსუბუქად დაშავდა 4 ადამიანი. გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.