რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 მგზავრიდან 1-ის მდგომარეობა მძიმეა,_ ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” კლინიკა რუსთავის კლინიკურმა დირექტორმა ლევან მჭედლიძემ განუცხადა.
მისი თქმით, შემთხვევის ადგილიდან მათ სამედიცინო დაწესებულებაში ორი პაციენტი შეიყვანეს, ერთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო მე-2 პანციენტი სტაბილურია.
სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მე-3 დაშავებული ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა განგვიცხადა, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
































































