გუშინ, გვიან ღამით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში, ავტოავარიის შედეგად, ქალი დაიღუპა.
_70 წლამდე ასაკის ქალბატონია. სოფელ ოზურგეთის მკვიდრია. დიდი და კარგი ოჯახი აქვთ. მშრომელი ხალხია, პირუტყვი ბევრი ჰყავთ.. ალბათ, საქმეზე იყო გადასული ჭიშკრის გადაღმა, რა დროსაც მოხდა ეს საშინელი ტრაგედია. ძალიან ვწუხვართ, – გვითხრეს სოფელ ოზურგეთში.
„გურია ნიუსი“ არკვევს ინფორმაციას შსს-ში და უწყების კომენტარს მალე შემოგთავაზებთ.
ავტორი