კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ავარიის შედეგად მამაკაცი დაიღუპა. ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი ამობრუნდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია



































































