ავსტრალიაში, სამხრეთ ავსტრალიის შტატში, ძუძუმწოვარ ცხოველში მაღალპათოგენური H5N1 ტიპის ფრინველის გრიპის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსი ავსტრალიურ ზღვის კატას (Long-nosed fur seal) აღმოაჩნდა, რომელიც სანაპირო ქალაქ ბიჩპორტთან მკვდარი იპოვეს. ინფორმაციას reuters ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ცხოველს გარეგნული დაზიანებები არ ეტყობოდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინფიცირება ველურ ფრინველებთან მჭიდრო კონტაქტმა გამოიწვია, რადგან ზღვის კატები სანაპირო კლდეებზე მათთან ძალიან ახლოს ბინადრობენ.
ავსტრალია ბოლო კონტინენტი იყო, სადაც H5N1 დაფიქსირდა. ქვეყანაში ვირუსის გავრცელება ივნისიდან დაიწყო და ამ თვეში ზღვის ფრინველების მასობრივი სიკვდილიანობაც გამოიწვია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ვირუსი ჯერჯერობით ავსტრალიის ფრინველთა მეურნეობებსა თუ სოფლის მეურნეობის სექტორზე არ გავრცელებულა, თუმცა ბუნებრივ გარემოში მისი გავრცელების შეჩერება რთულია.



































































