ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან ნათია გოლიაძესთან ერთად, სოციალური პრობლემების მქონე, მრავალშვილიანი ოჯახები მოინახულა და მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
„იმ ადამიანებზე ზრუნვა, ვისთვისაც სიღარიბე ჯერ კიდევ რჩება გამოწვევად, მათ შორის ბავშვები და ხანდაზმული თანამოქალაქეები, – ჩვენთვის ყოველთვის იქნება განსაკუთრებული მოვალეობა. გილოცავთ დამდეგ 2023 წელს! ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ!“ – აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.
(R)