რუსთავში ავტომობილიდან 15000 ლარამდე თანხა მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ავტობაზრობაზე, “შევროლეტი”-ს მარკის ავტომობილიდან 45 წლამდე კაცმა დიდი ოდენობით თანხა მოიპარა.
პოლიციამ დროულად მოახდინა პირის იდენტიფიცირება და ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.





































































