ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ინფორმაციისთვის, ავარიის შედეგად ხუთი მოზარდი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანა.





































































