ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-თერჯოლის გზაზე – ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი მანქანები დაეჯახნენ, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია 2 პირი.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.