ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარტვილში. სოფელ გაჭედილთან ავტომანქანა შენობის კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




































































