რამდენიმე წუთის წინ ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაზიანება მიიღო 2-მა ადამიანმა, რომლებიც გადაყვანილი არიან მედალფას ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში.
ცენტრის დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით, ერთი მათგანი, რომელსაც თავში სისხლჩაქცევები აღენიშნება მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, მეორე კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ცენტრის მიმღებში რჩება.