აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში 2 855 სამხედრო დაკარგა. ამის შესახებ anadolu-ს ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილთა რაოდენობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც საფლავების და გარდაცვლილების იდენტიფიკაცია მოხდა.
სამინისტრომ განაცხადა, რომ 50 ჯარისკაცი ჯერ კიდევ დაკარგულია.