აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 10 ნოემბერი ქვეყანაში გამარჯვების დღედ გამოაცხადა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შესაბამის ბრძანებას ხელი დღეს მოაწერა, რომლის მიხედვით ყოველი წლის 10 ნოემებრს აღინიშნება.
„ყოველწლიურად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 10 ნოემბერი საზეიმოდ აღინიშნება, როგორც გამარჯვების დღე“, – ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულებაში.
ასევე ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლი მიხედვითაც 27 სექტემბერი, საომარი მოქმედებების დაწყების თარიღი, ყარაბაღის ომში დაღუპულთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სიტუაცია 27 სექტემბერს დაიძაბა და მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები მხოლოდ 10 ნოემბრის 00:00 საათიდან, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ შეწყდა.






























































