აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ფარიდ ორუჯევის განცხადებით, ხმის მიცემის დაწყებიდან პირველი ოთხი საათის განმავლობაში ამომრჩეველთა აქტივობამ 20,39 პროცენტი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ საკუთარი არჩევანი 1 309 522-მა ამომრჩეველმა გააკეთა.
სულ ქვეყანაში დაახლოებით 6.5 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული, მათგან 51 ათასზე მეტი პირველად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.
აზერბაიჯანის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზღვარგარეთ ხმის მიცემას საპარლამენტო არჩევნებზე.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დღის განმავლობაში სამი დამოუკიდებელი ორგანიზაცია ჩაატარებს ეგზიტპოლებს, რომელთა შედეგებსაც კენჭისყრის დასრულებისთანავე გამოაქვეყნებენ.