ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს და ბრალს აღიარებს.
მან ამის შესახებ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სხდომაზე განაცხადა.
კერძოდ, საუბარია დაკავების დროს წარდგენილ ბრალდებაზე.
„დიახ, თავს დამნაშავედ ვცნობ. ჩემი იყო ის იარაღი“, – ამბობს ესებუა.