ბაღდადის ,,მწავნე ზონაში“ მდებარე აშშ-ის საელჩოს მიმართულებით 8 რაკეტა ისროლეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აშშ-საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ინციდენტის შედეგად, სალჩოს შენობა უმნიშვნელოდ დაზიანდა. ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანამშრომლებიდან არავინ დაშავებულა.
,,აშშ-ს საელჩო ადასტურებს რაკეტებს სროლას, რომელიც საერთაშორისო ზონის(მწვანე ზონა) მიმართულებით ისროლეს და რის გამოც, თავდაცვითი სისტემების ჩართვა გახდა საჭირო.
,ჩვენ მოვუწოდებთ ერაყის პოლიტიკურ და სამთავრობო ლიდერებს მიიღონ ზომები მსგავსი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად და დაისაჯონ დამნაშავეები,“ – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებაში.
Dw.com-ის ინფორმაციით, საელჩოს მიმართულებით სარაკეტო გასროლებს გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო. მან დაგმო ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების თავდასხმა.
,,ყველა ერაყელს მოვუწოდებ, მხარი დაუჭიროს ერაყის მთავრობის ძალისხმევას სუვერენიტეტის განმტკიცების კუთხით. ირანის მიერ მხარდაჭერილი ყველა შეიარაღებული დაჯგუფება სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ უნდა იყოს“ – განაცხადა მაიკ პომპეომ.
როგორც dw.com წერს, ერაყის უსაფრთხობის ოფიციალურმა წარმოადგენელებმა Associated Press-ს განუცხადეს, რომ საელჩოს C-RAM თავდაცვის სისტემამ ,,მწვანე ზოლის“ შუაგულში ჩამოაგდო რაკეტები, რის შედეგადაც მცირე ზიანი მიაყენა საცხოვრებელ კომპლექსს და გაჩერებულ მანქანებს. მსხვერპლი არ არის.