,,ჩვენ დავუწესეთ რუსეთის ბანკებს, ისეთივე შედეგები ექნებათ და, შესაძლოა, უფრო მეტიც, ვიდრე რუსეთის SWIFT-დან გარიცხვას“ , – ამის შესახე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
,,პირველ რიგში, სანქციებს, რომლებიც ჩვენ დავუწესეთ რუსეთის ბანკებს, ისეთივე შედეგები ექნებათ და, შესაძლოა, უფრო მეტიც, ვიდრე რუსეთის SWIFT-დან გარიცხვას. მეორე – SWIFT-დან გარიცხვა ყოველთვის რჩება შესაძლო ვარიანტად, თუმცა ეს არ არის გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც ევროპას ამჟამად სურს.
ჩვენს მიერ დაწესებული სანქციები აჭარბებს რუსეთის SWIFT-იდან გარიცხვასაც კი, უფრო მეტიც, ის აჭარბებს ყველაფერს, რაც კი ოდესმე გაგვიკეთებია. ჩვენმა სანქციებმა მსოფლიოს 2/3-ის გაერთიანება გამოიწვია. ეს ძლიერი სანქციებია და მათი ეფექტურობის შესახებ ერთ თვეში ვისაუბროთ, ვნახოთ, მუშაობენ თუ არა.“ – განაცხადა ბაიდენმა.