საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება და მას შემდეგ შეძლებს განვითარებას. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ბახმაროში ელექტრომომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც წელს 5 მილიონი ლარი დაიხარჯება.
მინისტრის განცხადებით, ბახმაროს განვითარების გენგეგმაში ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევაც არის გათვალისწინებული.
” ბახმაროს, როგორც კურორტის განვითარებისთვის სახელმწიფოს ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ბახმაროს განვითარების გენგეგმა საშუალებას გვაძლევს, ამ კურორტს ერთიანად მივუდგეთ, პირველ რიგში, გადავარჩინოთ ის გარემო, რომელიც ბახმაროში უკვე არსებობს – უნიკალური გარემო, რის გამოც ბახმაროში ჩადის დამსვენებელი, მეორეს მხრივ განვავითაროთ თანამედროვე კურორტად. რაც შეეხება კურორტზე განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რამდენიც იქნება საჭირო ამ კურორტის განვითარებისთვის”, _ განაცხადა ცქიტიშვილმა.