გურიის მაღალმთიან კურორტ ბახმაროში, იაპონელი ტურისტი, 30 წლამდე ქალბატონი, გუშინ წინ, ღამით გააუპატიურეს;
პოლიციამ მომხდარზე 30 წლამდე ადგილობრივი მამაკაცი უკვე დააკავა;
დაკავებულის ადვოკატის თქმით, დაზარალებულმა პოლიციას მომხდარი, თბილისში ჩასვლის შემდეგ შეატყობინა და დახმარებისათვის თხოვნით, მომხდარიდან ერთი დღის შემდეგ მიმართა.
შსს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბახმაროში მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
წყარო: გურიის მოამბე
































































