დღეს, დილით, პარლამენტში მისულ დეპუტატებს მაგიდაზე ხმის მიცემის ინსტრუქცია დახვდათ. შამის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგო რატიანმა გაავრცელა:
“დღეს დილას დაგვხვდა. გვასწავლიან. ბარათი ჭრილში უნდა განთავსდეს.. პარალელურად უნარების გამოცდაც გააუქმეს,”_ წერს რატიანი.
ფოტოებზე, ჩანს თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორ ხდება პარლამენტში კენჭისყრის დროს ხმის მიცემა.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატებისთვის ინსტრუქციების დარიგება გუშინ, სხდომათა დარბაზში ჩატარებულ კენჭისყრას მოჰყვა, რომლის შედეგადაც უმრავლესობამ ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოაგროვა. “ქართულ ოცნებაში” ამის მიზეზად ტექნიკური შეცდომა დაასახელეს და აღნიშნეს, რომ დეპუტატებს ღილაკები აერიათ.