ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა.
შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა, სადაც მოტოციკლი ქვეითს შეეჯახა.
ადგილობრივთა ცნობით, ორივე მათგანი, მოტოციკლის მძღოლიც და ქვეითიც ადგილზე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლი, 30 წლამდე მამაკაცი მოქმედი პოლიციელი იყო.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.
წყარო: IPN