„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში მოქმედი პოლიციელი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში მოხდა. წყაროს ცნობით, დაკავებული პირი ტ.რ. არის და ის ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომელი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „აჭარა თაიმსს“ განუცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.




































































