ბათუმში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია იმართება.
აქციის მონაწილეების მოთხოვნებია:
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ბათუმის პოლიციის უფროსის მიერ მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების ფაქტებზე;
გამოძიება წარიმართოს სწრაფ რეჟიმში;
სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეს ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს და დადგეს მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
წყარო: publika