ბათუმში, ზღვაში ნაპოვნი ახალგაზრდა მამაკაცი ლანჩხუთის მკვიდრია. არსებული ინფორმაციით, მას ოჯახის წევრები და ახლობლები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება მიზეზების დასადგენად.
შეახსენებთ, რომ ზღვაში მამაკაცის ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს.


































































