“ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ პირობითად ათ ტიპთან _ გიორგი გაბუნიასთან, ნოდარ მელაძესთან, ვანო ჯავხიშვილთან და სხვებთან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ღამე ძილს უფრთხობენ, გააფორმოს კონტრაქტი, _ აღნიშნა გურია ნიუსთან საუბრისას რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა.“სალია ძალიან გულწრფელი იყო, როცა თქვა მე ჟურნალისტებთან სასაუბროდ არ მოვსულვარ, მოვედი ფინანსური დოკუმენტების გასაცნობად. ჟურნალისტები ჩემი საქმე არ არისო, სწორს ამბობს, ჩვენი ინფომაციითაც, ბატონ სალიას არავინ ეკითხება ვინ დარჩება ტელევიზიაში და ვინ წავა. ჟურნალისტების დასაფერხად სხვა მოდის, _ თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.



































































