“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ბატონი მელაშვილი და ქალბატონი ილიჩოვა არიან პოლიტპატიმრები, იმიტომ, რომ პოლიტიკური პროცესის დროს დაიწყო მათ წინააღმდეგ დევნა , რაც გადაიზარდა მათ დაპატიმრებაში. _ ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას წევრმა ლია მუხაშავრიამ განაცხადა.
მუხაშავრიას თქმით, ყველა ბრალდება, რასაც მათ უყენებენ, არის უსაფუძვლო.
“ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ ბრალდება არის უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელი.
მაგრამ, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე დღესვე ისინი გათავისუფლდებიან. მაგრამ ჩვენ ყველა, ვინც გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.
და რაც მთავარია, სწორედ საზოგადოების დაკვეთის და მედიის აქტიურობის შედეგია ის, რომ დაიწყო იმ ადამიანების დაკითხვა, ვინ ამ დელიმიტაციის საკითხებში თანამდებობრივად იყო ჩართული”. (R)