არსებული ინფორმაციით, ბათუმის #3 საჯარო სკოლაში უცნობი პირი ცდილობდა შეჭრას.
“გურია ნიუსი” ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს გოჩა დავითაძეს დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, ფაქტის თაობაზე მანდატურმა გამოიძახა პოლიცია.
“შეჭრის ფაქტი არ ყოფილა. ამას სასწავლო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია. კარზე დააკაკუნა. უთხრეს გადიო, არ გავიდა და ამის შემდეგ მანდატურმა პოლიცია გამოიძახა.
პოლიციამ განარიდა სკოლას და ამის შემდეგ სად წაიყვანეს, არ ვიცი”, _ გვითხრა გოჩა დავითაძემ.