როგორც “გურია ნიუსს” წყარომ აცნობა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში სასაფლაოების გაძარცვისთვის ქალია ეჭვმიტანილი.
როგორც კარგად ინფორმირებული წყარო გვეუბნება, იგი ძარცვაში დახმარებას ბავშვებს სთხოვდა.
“სასაფლაოების გაძარცვისთვის ქალია ეჭვმიტანილი. ამაში ბავშვებსაც იხმარიებდა. მეუღლეც ჰყავს და ახლა მეუღლეს უნდა საკუთარ თავზე აიღოს დანაშაული. ფოთიდან არიან”, _ გვეუბნება წყარო.
“გურია ნიუსი” დეტალებს შსს-ში არკვევს და მიღებულ ინფორმაციას მალე შემოგთავაზებთ.