ოზურგეთელი დიმა კვერღელიძე კოვიდით გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, მას ვირუსის შემდეგ, თანმხლები დაავადება განუვითარდა. ბოლოს კი სამკურნალოდ ბათუმში გადაიყვანეს.
დიმა კვერღელიძე ახლო წარსულში ოზურგეთის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატი, შემდეგ კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.
„დიმა გახლდათ ოზურგეთზე უზომოდ შეყვარებული კაცი, ორგზის საკრებულოს წევრი, 2014-2017 წლებში იკავებდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას, იყო არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის, პროექტის ავტორი, რომელიც დღესაც წარმატებით ხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
დიდი დანაკლისია ის მისი ყოფილი კოლეგებისთვის, აპარატის თითოეული თანამშრომლისთვის, ზოგადად ოზურგეთისთვის,“- წერია ოზურგეთის საკრებულოს მიერ ვებგვედზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დიმა კვერღელიძე 50 წლის იყო.
ბატონი დიმა იყო ძალიან კარგი რესპოდენტი. სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში, ის ყოველთვის იყო ჩვენი გაზეთის აქტიური მკითხველი და მუდმივი ხელმომწერი.
„გურია ნიუსი“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაგრძნობას უცხადებს ოჯახს.