განათლების კანონის კანონპროექტის პარლამენტში ჩავარდნაზე, რომლითაც სკოლის გამოსაშვები გამოცდები უნდა გაუქმებულიყო, პირველი კომენტარი, ექსკლუზიურად გააკეთა “გურია ნიუსთან” პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
_ განათლებასთან დაკავშირებით ყველა კანონპროექტი იქნება წარმატებულია, იმიტომ, რომ ჩვენს პოლიტიკურ გუნდში კონსენსუსია ამ საკითხზე, _ გვითხრა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურმა არ გვიპასუხა კითხვაზე, თუ კონესნუსი იყო, რა მოხდა დღეს პარლამენტში და რატომ ჩავარდა კანონპროექტი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი ჩავარდა.
დეპუტატებმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტს დღეს უყარეს კენჭი, ცვლილებებს 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კანონპროექტით, სკოლის გამოსაშვები გამოცდები უნდა გაუქმებულიყო.
უმრავლესობის დეპუტატების თქმით,კანონპროექტის ჩავარდნა “ტექნიკურმა ხარვეზმა” გამოიწვია”