https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ბაზრის კვლევა გვიშველის?!” _ გურიაში ხეხილოვანთა დაზიანების მასშტაბი დაუჯერებლად მზარდია

8:38; 16.08.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ზოგადად, ბაზრის კვლევა  დიდი როლს ასრულებს ბიზნეს სტრატეგიის განსაზღვრის საქმეში. თუმცა, მასშტაბურ შეფასებას ამ მიმართულებით ჩვენ  ვერ გავაკეთებთ. მხოლოდ პირობითად შეიძლება ვისაუბროთ ბაზრის კვლევაზე, ხალხის დაკვეთიდან გამომდინარე“, _ ასე საუბრობენ “გურია ნიუსთან” ოზურგეთელი აგრონომები.

საუბრის თემა ხეხილოვანთა მზარდმა დაზიანებამ წამოსწია, რომლის ხარისხის, უფრო სწორად უხარისხობის გამო, როგორც გურულები გვეუბნებიან, ბოლო ხუთი წელია, სულ ცოტა, ვაშლის, ქლიავის, ტყემლის თუ მსხლის რეალიზაციას ვეღარ ახდენენ.

გურიაში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები  (ამჯერად ოზურგეთზე ვსაუბრობთ) ძალიან ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას (ძირითადად, ხილეულის) სრულყოფილად ვეღარ ახდენენ იმის გამო, რომ მავნებლებმა თუ სხვადასხვა სოკოვანმა დაავადებებმა სრულიად დააზიანა და მხოლოდ არაყის გამოსახდელად თუ გამოდგება.

 _ ეზოები სავსეა დამპალი ხეხილით. გულსაკლავად ყრია ვაშლი, მსხალი, ატამი, ტყემალი…  ისე მიეჩვია ხალხი ასეთი სურათის ყურებას, თითქოს, მისი არ იყო ეს ყველაფერი. განსაკუთრებით, ახლა, როცა ზაფხულია და  გურიაში ვაშლის, მსხლის თუ ტყემლის რეალიზაცია აბსოლუტურად არ (ვერ) ხერხდება. ძირითადად, ვაშლსა და მსხალს არყის გამოსახდელად თუ გამოიყენებენ. საბაზრო ფასად კი მისი გაყიდვა არანაირად არ ხერხდება. აღარც მახსოვს, რამდენი წლის წინ წავიღე ბაზარში ვაშლი გასაყიდად, _ გვეუბნება ლიხაურის მკვიდრი ცისანა სალუქვაძე და ამჯერად, გასაყიდად გამოტანილი ყველის შესახებ გვესაუბრება:  _ ფასი მოიმატა და სახლში საჭმელად არ დამიტოვებია, ხუთი კილოგრამი გასაყიდად წამოვიღე. ადრე ცოტ–ცოტას   ყველაფერს ვყიდდით. ხილი რომ არ წამოგვეღო სეზონზე ბაზრობის დღეებში, არ მოხდებოდა. ახლა ყრია და ლპება. მყიდველი არ მოდის. ხარისხი არ ვარგა და ვინ წაიღებს, როცა შენი შენ არ მოგწონს.

_ ბოლო სამი–ოთხი წელია,  ხუთი კილოგრამი ვაშლიც არ გამიყიდია. ყველამ კარგად იცის, რომ ოზურგეთის სოფლებში, როგორც კი თეთრი  ვაშლის შემოსვლა დაიწყებოდა, მყიდველი შინ გვაკითხავდა ივნისიდანვე. მერე “შამპანის” ჯიში შემოდიოდა. იმასაც ვყიდდით. ახლა? ნახეთ, სავსეა ეზოები ძირს მოფენილი დამპალი ან დასალპობად განწირული ხილით. კი ჩაყარა ხალხმა ჭურში, კომპოტი თუ ჯემიც გააკეთა, მაგრან ნახევარი ტონა ჯემი რად მინდა? ან ამდენი ქვევრი და სხვა ჭურჭელი ვის აქვს. შეშაც ხომ უნდა, რომ არაყი მაინც გამოხადო? მოგვსპო და ამოგვაგდო ფაროსანამ. ძირითადად, უხარისხობის გამო არ მიაქვს არავის ამდენი  ვაშლი თუ  მსხალი. ჩვენთვის პურის ფული იყო. თხილს აქვს წელს კარგი ფასი, თუმცა 50 თეთრით მაინც დასწიეს. ერთი კილოგრამი 4,40 ლარი იყო. ახლა 4 ლარია. ამ ფაროსანას, ბოლოს და ბოლოს, მოსპობენ თუ რა იქნება, იქნებ პასუხი გვითხრათ? კი დადიან და აბოლებენ ყველაფერს, მაგრამ შედეგი სადაა? _ გვეუბნება სოფელ ჭანიეთის მკვიდრი ეთერ ლომჯარია.

წელს ხილის მოსავლის მასიურად ლპობის გამო, ბევრს საუბრობენ ყველა სოფელში. მოსახლეობა აქცენტს აკეთებს არაერთგზის დათქმულ დაპირებებზე, განსაკუთრებით, წინასაარჩევნოდ, რომ მცირე ქარხნები მაინც აშენებულიყო, სადაც ხილის ჩაბარება მოხდებოდა და საწებელი თუ სხვადასხვა ჯემი, მურაბა და კომპოტი გაკეთდებოდა.

_ ბევრი გასაჭირი გამოვიარეთ დაბნელებული წლების შემდეგ, თუმცა, ვაშლის და მსხლის მყიდველი სულ სახლში გვაკითხავდა. ახლა შეხედეთ, რა ამბავია ეზოებში. ცუდი ზამთარი იყო, კვირტი თუ შერჩებოდა ხეხილოვნებს, არ გვეგონა, მაგრამ  მგონი გამართლდა ძველების ანდაზა: “თოვლიან ზამთარს კარგი მოსავალი მოსდევსო“. მაგრამ, რად გინდა? წელს რომ ხილი ყრია ეზოებში, ამდენი კარგა ხანია,  არ გვინახავს. ხალხს, მგონი, ქვევრში და კასრში ჩაყრაც ეზარება. ფაროსანა  კი აფუჭებს ნაყოფს, მაგრამ არაყი მაინც კარგი გამოდის. კი ამბობენ, უკრაინაში ბლომად გაჰქონდათ გასაყიდად და რუსეთშიცო, მაგრამ ეს ომის ბრალი არაა. ხილი რომ ხარისხიანი იყოს, რეალიზატორი მაინც მოძებნის გზებს. ამ ფაროსანას განადგურებას საშველი არ დაადგა და არც საიმედო ჩანს რაიმე. რა ვქნათ? ჩვენკენ, ზღვისპირა სოფლებში რომ თხილი ხმება, მაგ ფაროსანას საწინააღმდეგო შესხურებას აბრალებს ყველა. ამერიკული თეთრი პეპელა როგორ იყო მოდებული, ხომ გახსოვთ? მოსპეს. თან გაცილებით მოკლე ვადაში. ამ ფაროსანას გადაშენებას საშველი არ დაადგა. ვინმე საიმედოს გვეტყვის რაიმეს? აქამდე იმედი გვქონდა, რომ თანდათან მოისპობოდა. ახლა კი ეს იმედი გადაწურულია. ოცი ცალი ვაშლი ან მსხალი რომ აიღო, თხუთმეტი მეტ–ნაკლებად  დაზიანებულია და ვიზუალი არ უვარგა. როგორმე გავუძლებთ ამ ყველაფერს, მაგრამ  რვა წელი მაინც იქნება, რაც ფაროსანა გამოჩნდა და თითქოს წურბელასავით  მოგვეწება. განგაშის ზარია შემოსაკრავი. ამდენ ხანს რას აბოლებენ ეს მანქანები? ეს საქმეა? _ გვეუბნება სოფელ მერიის მცხოვრები მზია ღლონტი.

მანანა ერქომაიშვილი, სეს-ის გურიის რეგიონის სამსახურის უფროსი:

_ ვერ დაგეთანხმებით, რომ ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები არ ტარდება. კი ამბობს ხალხი, რომ ამერიკულ თეთრ პეპელას მოერია შეწამვლის მეთოდით ბრძოლა და შედეგი დადგა, თუმცა, აქ სხვა მიზეზებია. ჯერ ერთი, ამერიკულ თეთრ პეპელას ბევრად ნაკლები პოპულაცია ახასიათებს. მავნებელი ფაროსანა კი   გადასარევად იზამთრებს. ბევრად აქტიური პოპულაცია შეუძლია. საკმაოდ განადგურდა, თუმცა, ხალხი საკუთარ  საკარმიდამო ნაკვეთში, ძირითადად, არ ებრძვის ამ მავნებელს. ასევე, წინააღმდეგი არიან ცხელი ნისლით, თერმული დამუშავების მეთოდის გამოყენებაზე. ამიტომ გაიწელა პროცესი და შედეგი სრულყოფილი არ არის. კიდევ ვიმეორებ, თეთრ პეპელას განსხვავებული ბუნება აქვს. ამიტომ გახდა მისი დამარცხება შესაძლებელი. დასავლეთ საქართველოში, ჩვენთან, ხალხი ვერა და ვერ მიეჩვია ზურგის აპარატის თუ სხვა მეთოდის გამოყენებას, რომ საკუთარი ხეხილოვნები და ბაღ–ბოსტანი შეწამლოს. ამას ცოტა რაოდენობის ადამიანები აკეთებენ. აი, ამიტომ გვაქვს ასეთი მდგომარეობა. აღმოსავლეთ საქართველოში, გგონიათ, საღი და საუკეთესო ნაყოფი ციდან ცვივა? ოჯახს ვერ ნახავთ, რომ არ შეწამლოს მავნებლების თუ სოკოვანების წინააღმდეგ. ამას დასავლეთ საქართველოში არ იყვნენ მიჩვეული და კი დაიწყო ხალხმა ამ კუთხით მუშაობა, თუმცა, ყველამ – არა. ესაა მთავარი მიზეზი, _ ამბობს ქალბატონი მანანა “გურია ნიუსთან” საუბარში.

ის აუცილებლობად მიიჩნევს მოსახლეობის დარაზმვას მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც გამოიხატება მექანიკური  ბრძოლით დაწყებული შეწამვლამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ამ მავნებელთან ბრძოლა ხანგრძლივად გასტანს.

_ მარტო მთავრობა ვერ მოსპობს ამ მავნებელს. მით უფრო, როცა ბევრი ოჯახის წარმომადგენელი, საკუთარი საკარმიდამო ფართობის დამუშავებას საწინააღმდეგო პრეპარატებით დაუშვებლად მიიჩნევს. შედეგი კი სახეზეა. ამიტომ საყვედურისთვისაც მოზომილი უნდა იყოს ყველა, _ ამბობს მანანა ერქომაიშვილი.

რაც შეეხება თხილს, მას არანაკლებ აზიანებს ფაროსანა. თავდაპირველად ეს ნაყოფს არ ეტყობა. თუმცა შენახვის შემდეგ, შიგთავსი იწყებს გაყვითლებას, ღებულობს არაბუნებრივ ფერს, არის მომწარო გემოსი, რაც იმის  დასტურია, რომ ის   ყვავილობისას  დააზიანა ფაროსანამ. რა თქმა უნდა, თხილს სოკოვანი დაავადებებიც უჩნდება, რაც ასევე მოგვიანებით აისახება შენახულ ნაყოფზე.

_ მე წელიწადში ხუთჯერ მაინც ვწამლავ თხილს. ამიტომ არც შენახვის მეშინია. შარშან ნახევარი ტონა შევინახე. წელს მეტს შევინახავ, კარგად ასხია და    ფასიც ორჯერ მეტი აქვს. იმედია, არ დაიწევს. რა ვქნათ. ასეა ეს სამყარო მოწყობილი. ჩვენ კი გვინდა , რაც შეიძლება,  ადვილად გამოვიდეთ, თუმცა აღარაა ძველებურად საქმე. თხილს ზოგადად  ხეხილოვნებსაც თუ არ შევწამლავთ, სულ ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით, _ ამბობს ცხემლისხიდის მკვიდრი შოთა მახარაძე.

ის ამბობს, რომ ბაზრის კვლევაზე საუბარი ცოტა სასაცილოა ამ მიმართულებით და რომ ხილს არავინ ყიდულობს, ეს  გამოუცნობი მიზეზით არ ხდება.

_ უხარისხოა და მორჩა. ხედავთ, რა ღირს წელს ხილი? ვარგისი რომ იყოს, ვინ არ იყიდის? კვლევა უნდა, როცა მიზეზი უცნობია.  ზოგადადაც, ხდება კვლევა. ახლა კი იქამდე მივიდა საქმე ფაროსანას გამო, რომ გურიაში ხილი გასაყიდად არ ვარგა. ეს ცოტა ამბავი არ არის. ვიმეორებ, ამიტომაა სასაცილო, ვინც ბაზრის კვლევაზე საუბრობს, თუ რატომ არ იყიდება ჩვენი ხილეული. ვითომ ბაზრის კვლევა გვიშველის? _  ამბობს ის.

ჩვენ მოგვმართეს  ასევე სხვადასხვა სოფლების მცხოვრებლებმა, რომელთა აზრი თითქმის იდენტურია _ ხალხი ითხოვს, როგორმე საბოლოოდ მოხერხდეს ფაროსანას განადგურება, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა, მალე ათ წელსაც მიითვლის.

სოფლის მეურნეობის ერთ-ერთმა გამოცდილმა მუშაკმა, რომელიც თავისი აგრონომიული განათლებით ცნობილია და პუნქტუალობით გამოირჩევა, ნებისმიერ პრობლემაზე საუბრისას, ვინაობის დასახელება არ ისურვა და გვითხრა:

_ ხეხილოვნების ასე დაზიანების მრავალი მიზეზი არსებობს. უპირველესი, რა თქმა უნდა, ფაროსანაა. მის წინააღმდეგ ამდენწლიანმა ბრძოლამ, ვხედავთ, შედეგი არ გამოიღო. ბევრს დაჩემებული აქვს, თეთრი პეპელა გაანადგურესო.  იცით, რა მოხდა მაშინ, სინამდვილეში? ბიძინა ივანიშვილი ჩაერია საქმეში. ვერტმფრენებით იწამლებოდა ზემოდან მასივები.     დაგავიწყდათ? აი, ეს იყო მთავარი ამბავი მანდ და არა ის, რომ ფაროსანას ბევრად აქტიური პოპულაცია ახასიათებს, ვიდრე ამერიკულ პეპელას, _ გვეუბნება ის.

ის ფაქტი, რომ უკვე მრავალი წელია, გურიაში ხილი მიწაზე ყრია და ლპება უხარისხობის, მავნებლის მიერ დაზიანებული ცუდი ვიზუალის გამო, თითქოს ჩვეულებრივ ამბად იქცა. არადა, ადგილობრივი მცხოვრებლები ამ მოუგვარებელ პრობლემაზე გამუდმებით წუხან. წელს განსაკუთრებით, როცა ტონობით ხილი ფუჭდება და მთლიანად საარყე მასალად გამოყენებაც არ (ვერ) ხერხდება.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

მანანა ერქომაიშვილი
გაზიარება5Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“აფეთქების ხმა იყო”- ავტოსახელოსნო იწვის

20:37; 16 იანვარი, 2026
საზოგადოება

ხელჩართული ჩხუბი ვაკეში – ვიდეო ადგილიდან

17:53; 16 იანვარი, 2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:27; 16 იანვარი, 2026
საზოგადოება

გამოიკვეთა თუ არა მყისიერი საფრთხე მყინვარების კვლევის შედეგად

16:30; 16 იანვარი, 2026
საზოგადოება

ტემპერატურა -18, -20 გრადუსამდე დაეცემა _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

14:01; 16 იანვარი, 2026

"გარკვეული პროგრესი გვაქვს"- ტრამპი-პუტინის შეხვედრა

"პოლიტიკური პატიმრების მხარდასაჭერად, გომისმთაზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები აფრიალდა!"

ყველა სიახლე

საზოგადოება

“აფეთქების ხმა იყო”- ავტოსახელოსნო იწვის

20:37; 16.01.2026
პოლიტიკა

“არ შეესაბამებოდა სტანდარტებს”- კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს

19:21; 16.01.2026
G-NEWS TV

„მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

18:29; 16.01.2026
სამართალი

ავტომობილი მოზარდს დაეჯახა

17:55; 16.01.2026
საზოგადოება

ხელჩართული ჩხუბი ვაკეში – ვიდეო ადგილიდან

17:53; 16.01.2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16.01.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:27; 16.01.2026
ფინანსები

საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16:35; 16.01.2026
საზოგადოება

გამოიკვეთა თუ არა მყისიერი საფრთხე მყინვარების კვლევის შედეგად

16:30; 16.01.2026
პოლიტიკა

ქვეყნის მასშტაბით საფრთხეები 22 მყინვარულ ხეობაში შეფასდა – შედეგები კობახიძეს გააცნეს

16:20; 16.01.2026
პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გრენლანდიაში დაძაბულობის ფონზე, ევროკავშირი შეინარჩუნებს აშშ-სთან არქტიკულ თანამშრომლობას

16:04; 16.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას

15:49; 16.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

15:44; 16.01.2026
სამართალი

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

15:37; 16.01.2026
მსოფლიო

“უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

15:02; 16.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო