ქართული მრავალფეროვანი ვეგანური აპეტაიზერი – ამ სათაურით BBC ონლაინ გვერდზე მკითხველს ქართულ სამზარეულოს აცნობს.
„მთელ მსოფლიოში ვეგანებისთვის ქართული ფხალი შეიძლება სუპერ საკვები იყოს“,– წერს BBC-ის ჟურნალისტი.
„ემოციებს ფერებით გამოვხატავ, მიყვება შეფ-მზარეული დავით ნარიმანიშვილი, როდესაც ჩემი ჩანგალი იდეალური ფორმის ქარვისფერ, მწვანე და მეწამულისფერ აპეტაიზერს ეხება. ნიახურის ფოთლებით დაწყებული ოხრახუშით დამთავრებული ინგრედიენტები ფხალს შესანიშნავ კერძად აქცევს. ფხალი პირველ რიგში სუფრის საყრდენს წარმოადგენს და ქართველების უსაზღვრო სტუმართმოყვარეობას გამოხატავს“.-წერს სარა ფრიმენი.
სტატიაში აღწერილია ქართული კერძები, თბილისისა და ქუთაისის ბაზრები, აგრეთვე კვების ობიექტები სადაც შესაძლებელია ვეგეტარიანული კერძების გასინჯვა.