ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელის ოდესაში ვიზიტისას, ოლქზე რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის გამოც მას თავშესაფარში გადასვლა მოუხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანია წერს, შარლ მიშელი უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს ხვდებოდა და მხარეები იძულებული გახდნენ, შეხვედრა შეეწყვიტათ და თავშესაფარში გადასულიყვნენ. შეხვედრას პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეოზარის საშუალებით ერთვებოდა.
მიშელი ქალაქ ოდესაში ევროპის დღესთან დაკავშირებით და იმის სანახავად ჩავიდა, რუსეთის აგრესიამ მომარაგების გლობალურ ჯაჭვზე რა გავლენა მოახდინა.
უკრაინის საზღვაო ფლოტის მეთაურმა მიშელს ინფორმაცია მიაწოდა იმ ზიანის შესახებ, რომელიც ზღვიდან გასროლილი რუსული რაკეტების შემდეგ ქალაქს მიადგა. აგრეთვე, მიშელმა საკუთარი თვალით ნახა განადგურებული სახლები და ომის გავლენა რიგით მოქალაქეებზე.
ავტორი