https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის

    დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე – ეს დროის ფუჭად კარგვაა – მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ

    ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

    აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

    საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

    უკრაინული მედია – რუსებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყეს, არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ბეგლარ სიორიძე: “მე მჯერა ჩემი ოზურგეთელების!” (R)

7:11; 7.11.2017
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ოზურგეთელებს ვპირდები, რომ მომდევნო ოთხ წელიწადში  ყველა სოფლის ცენტრალური გზა ასფალტირებული იქნება. ყველა სოფელში დასრულდება გაზიფიცირების პროცესი და ყველა სოფელს ექნება წყალმომარაგება,” _ ამბობს “ქართული ოცნების” ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე.

“ქართული ოცნების” კანდიდატი ამბობს, რომ არჩევის შემთხვევაში, ნებისმიერი ამომრჩევლის პრობლემა მისი პირადი საზრუნავი იქნება.

“კიდევ ერთხელ მივმართავ ოზურგეთელებს, მხარი დამიჭირონ და გააკეთონ არჩევანი იმ ახალი ოზურგეთის სასარგებლოდ, რომლის შენებაც ჩვენ ფაქტობრივად ნულიდან დავიწყეთ” _ ამბობს ბეგლარ სიორიძე, რომლის ინტერვიუდან გაიგებთ, როგორ აფასებს არჩევნებს  და რა გეგმები აქვს მომავალში.

_  ბატონო ბეგი, როგორ შეაფასებდით  არჩევნების პროცესს?

_ უპირველეს ყოვლისა,  მინდა  თითოეულ ამომრჩეველს მადლობა გადავუხადო, ვინც მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და არჩევნებზე მივიდა. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ საზოგადოება ჩემთვის არ იყოფა ჩემს და სხვის ამომრჩევლებად და თითოეული მათგანის არჩევანს პატივს ვცემ.

“ქართულმა ოცნებამ”  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები  მშვიდ და სამართლიან ვითარებაში ჩაატარა. ასეთივე იყო გარემო ოზურგეთში, თუმცა, უნდა ითქვას, რომ არჩევნების მშვიდად ჩატარება ჩვენი ოპონენტების ინტერესებში არ შედიოდა. მათი მხრიდან, მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ხშირი იყო მიზანმიმართულად მოწყობილი პროვოკაციები. არსებობს ასეთი ფაქტების ამსახველი მასალები. ჩემმა ოპონენტმა მთელი თავისი წინასაარჩევნო კამპანია მხოლოდ  ცილისწამებას და ჩემ შესახებ ჭორების გავრცელებას დაუთმო. არჩევნების დღეს კი არაერთ უბანზე დაფიქსირდა ხმის მიცემის პროცესის ხელის შეშლის მცდელობები. ამ ყველაფერმა საბოლოოდ ამომრჩეველს საკმაოდ დაძაბული ფონი შეუქმნა.

_ ბატონო ბეგი, როგორ ფიქრობთ,  რამ იქონია გავლენა არჩევნების ამგვარ შედეგებზე?

_ სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებია იმის მიზეზი, რომ ოზურგეთში მეორე ტური გახდა საჭირო. მას შემდეგ, რაც ჩემი ოპონენტი დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა, რითაც პარტიის გადაწყვეტილებას დაუპირისპირდა, “ქართულმა ოცნებამ’” იგი პარტიიდან გარიცხა. თუმცა, მან მაინც გამოიყენა პარტიის მაღალი რეიტინგი და მთელი წინასაარჩევნო კამპანიის მანძილზე  ატყუებდა ამომრჩეველებს, რომ  “ქართული ოცნების” კანდიდატი თავად იყო. ამ ფაქტორმა გარკვეული გავლენა იქონია ამომრჩეველზე. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჩემს ამომრჩეველს სწორედ  ასეთი დეზინფორმაციის პირობებში მოუხდა არჩევანის გაკეთება.

_ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ თქვენ წინააღმდეგ გაერთიანდნენ. როგორ ფიქრობთ, რა  გავლენა იქონია ამ გაერთიანებამ არჩევნების შედეგებზე?

_ პარტიების გაერთიანება  პოლიტიკაში  მიღებული პრაქტიკაა და ამაში საგანგაშო არაფერია. როცა ერთი კანდიდატის წინააღმდეგ ერთიანდება სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, გამორიცხული არ არის, რომ დღის წესრიგში მეორე ტური დადგეს. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს იყო იმ პარტიების გაერთიანება, რომლებიც ორიოდე წლის უკან თავად ებრძოდნენ ჩემს ოპონენტს. ამით ყველაფერი ნათქვამია.

_ ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ შესახებ  ვრცელდებოდა არაერთი ჭორი და ცილისწამება. რას უპასუხებთ ამ ბრალდებებზე? როგორ ფიქრობთ, ამ შავი პიარკამპანიის ფონზე როგორ  უნდა მიიტანოთ სიმართლე ხალხამდე? 

_ ჩემმა ოპონენტმა მთელი თავისი წინასაარჩევნო კამპანია მხოლოდ ჩემს კრიტიკას დაუთმო და ამ პერიოდის მანძილზე ჩემ შესახებ მართლაც არაერთი ჭორი გაავრცელეს. ასე აგრძელებს ახლაც და მაგალითისთვის გეტყვით, რომ სოფელ ჭანიეთში, სადაც ახლა საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, ავრცელებენ ხმებს, თითქოს  მე ამ სოფელში მიღებული დაბალი პროცენტის გამო  სკოლის მშენებლობას აღარ დავასრულებ. ანალოგიურ ჭორებს ავრცელებენ ყველა სოფელში. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ოზურგეთელები ასეთ სულმდაბლობას არ დაიჯერებენ.  ჩემთვის თითოეული ადამიანი და თითოეული სოფელი თანაბარი ზრუნვის ობიექტი იქნება ყოველთვის, მიუხედავად იმისა, სად მეტი შედეგი მივიღე და სად _ ნაკლები.

_ ბატონო ბეგი, რა შეძელით ქალაქ ოზურგეთის მერად ყოფნის დროს, რის გამოც ამომრჩეველმა მხარი თქვენ უნდა დაგიჭიროთ?

_ ცოტა შორიდან დავიწყებ, ოზურგეთის მერობა ჩემთვის მხოლოდ თანამდებობა არ ყოფილა. ამ ქალაქის განვითარება, ჩემი არა მხოლოდ სამსახურებრივი ვალდებულება, არამედ ჩემი დიდი ხნის  ოცნება იყო. 3 წლის წინ მე ინფრასტრუქტურულად მოშლილი ქალაქი ჩავიბარე. თუ არ ჩავთვლით, ორიოდე ახალ ობიექტს ქალაქში, ოზურგეთი, ფაქტობრივად, 90-იანი წლების ქალაქი იყო.   ყველა ქუჩაზე პრობლემა გვხვდებოდა, ქალაქის ცენტრი სრულიად უსახური იყო და ადამიანებს, რომლებიც თითქოს ქალაქში ცხოვრობდნენ, ამორტიზებული გზების გამო ელემენტარულად, გადაადგილების  პრობლემაც კი ჰქონდათ. ამ ყველაფრის გამო მთავარ პრიორიტეტად მე და ჩემმა გუნდმა ინფრასტრუქტურა დავისახეთ. დავიწყეთ ქუჩების მოსაფალტების სამუშაოები და საერთო ჯამში, ქალაქში უკვე 36 ქუჩა გვაქვს დაგებული.

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავდექით სერიოზული პრობლემის წინაშე.  არაადამიანურ პირობებში მცხოვრები უბინაო მოქალაქეები ჩვენგან დახმარებას ელოდნენ. ქალაქის მერიამ კაპიტალურად გაარემონტა ყოფილი საავადმყოფოს ერთ-ერთი შენობა და 54 ოჯახს ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობის მქონე, გარემონტებული ფართები გადავეცით. თუ თქვენ შემეკითხებით, რა გავაკეთე ჩემს ქალაქში ყველაზე მნიშვნელოვანი, სწორედ ამ სოციალურ საცხოვრისს დაგისახელებთ. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე იყო.

ასევე, სერიოზული პრობლემების წინაშე იდგნენ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მოსახლეობა. კორპუსებში, რომლებისთვისაც საბჭოთა პერიოდის შემდეგ არცერთ ხელისუფლებას არ მიუხედავს, მოსახლეობას უამინდობისას  წყალი მუდმივად ჩასდიოდა ბინებში. ჩვენ ამ მიმართულებითაც აქტიური მუშაობა დავიწყეთ და დღეს ქალაქ ოზურგეთში 40-ზე მეტ საცხოვრებელ კორპუსს სახურავის პრობლემა მოხსნილი აქვს. ასევე, გადავხურეთ 300-ზე მეტი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, რომლებიც სტიქიის დროს დაზიანდა. დამეთანხმებით, რომ პატარა ქალაქისთვის ეს ცოტა ნამდვილად არ არის.

ამავე პერიოდში დავდექით იმ გარდაუვალი რეალობის წინაშე, რომელიც, წლებია, ქალაქს აწუხებდა და დაუყოვნებლივ მოგვარებას საჭიროებდა. ქალაქს მუდმივად ემუქრებოდა სტიქია. განსაკუთრებით დიდი პრობლემა გვქონდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, გმირთა მოედანზე, სადაც წვიმის დროს  მოქალაქეებს სახლში უვარდებოდა ადიდებული მდინარე, მიჰქონდა საკარმიდამო ნაკვეთები და ზარალი მილიონობით ლარს აღწევდა. განვახორციელეთ საკმაოდ ძვირადღირებული პროექტი და ახლომდებარე მდინარეებზე გაკეთდა გაბიონები და ჯებირები, კაპიტალურად მოეწყო სანიაღვრე არხები და ცხაურები. რამაც, საბოლოო ჯამში , ქალაქის დიდი ნაწილის სტიქიისგან დაცვა უზრუნველყო.

ოზურგეთში დაგეგმილი და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად,  ქალაქის მერია მაქსიმალურ ყურადღებას იჩენდა  სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიმართ. საბოლოო ჯამში, შევიმუშავეთ 18 სოციალური პროგრამა, რომლებიც სხვადასხვა საჭიროების მქონე მოქალაქეებზეა გათვლილი. აღნიშნული პროგრამებით მკურნალობა, ოპერაციის გაკეთება და მატერიალური დახმარების მიღება  შეძლო ქალაქ ოზურგეთის 8 500 -ზე  მეტმა მცხოვრებმა.
ეს ყველაფერი ჩემი და ჩემი  გუნდის დიდი ძალისხმევით, სამ წელიწადში შევძელით. 

_ რა გეგმები გაქვთ იმ შემთხვევაში, თუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი გახდებით?

_ რა თქმა უნდა, ჩვენი მუნიციპალიტეტი ჯერ კიდევ უამრავი გამოწვევის  წინაშე დგას, ყველაზე მტკივნეული პრობლემა უმუშევრობაა. რასთან დაკავშირებითაც ყველაზე აქტიურად უნდა ვიმუშაოთ. პირადად მე დასაქმების საკითხის მოგვარების გზას  ბიზნეს-გარემოს შექმნაში ვხედავ. ჩვენ ხელს შევუწყობთ ბიზნესს და  თანახმა ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა ბიზნესმენთან, რომელსაც გული შესტკივა ოზურგეთზე და ჩვენს მუნიციპალიტეტში წარმატებულ პროექტებს განახორციელებს.

აქტიურად გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურის მშენებლობასაც. მაგალითად, ისევ  დაგვრჩა ქალაქის გარკვეული გზები დასაგები, მოსაწესრიგებელია წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემა. ამიტომ ინფრასტრუქტურა მანამ დარჩება ჩემს პრიორიტეტად, ვიდრე ერთი ქუჩა ან ერთი სოფლის გზაც კი  მოსაწესრიგებელი იქნება. საჭიროა უფრო მეტი დრო და მომდევნო 4 წელიწადში ყველა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

მოსახლეობის კეთილდღეობა ძლიერ თვითმმართველობაშია. ჩვენ მაქსიმალურად გავაძლიერებთ თითოეულ სოფელს, სადაც შევქმნით განვითარებულ ინფრასტრუქტურას და პარალელურად, აქტიურად ვიმუშავებთ სოფლის მეურნეობის გაძლიერებაზე.
ოზურგეთი საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ძლიერი მუნიციპალიტეტი იყო. მოსახლეობის მატერიალურად სტაბილურ ცხოვრებას ჩაის კულტურა უზრუნველყოფდა. სახელმწიფომ უკვე დაიწყო ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა და ამ მხრივ, ქმედითი ნაბიჯებიც გადაიდგა. ამ პროგრამას ჩვენ მაქსიმალურად მივიტანთ ხალხამდე.   სახელმწიფო მოსახლეობას  საშუალებას მისცემს, ჩაის მოყვანა საკმაოდ დიდი საგადასახადო შეღავათებით დაიწყონ. მერად არჩევის შემდეგ სოფლის მეურნეობის განვითარება ჩემთვის ისეთვე პრიორიტეტი იქნება, როგორც ინფრასტრუქტურა. ჩვენ ისევ  ვაქცევთ ჩაის კულტურას ოზურგეთელი ოჯახების შემოსავლის წყაროდ.

ასევე, ოზურგეთელებს ვპირდები, რომ მომდევნო ოთხ წელიწადში  ასფალტირებული იქნება ყველა სოფლის ცენტრალური გზა. ყველა სოფელში დასრულდება გაზიფიცირების პროცესი და ყველა სოფელს ექნება წყალმომარაგება.
კიდევ ერთხელ მივმართავ ოზურგეთელებს, მხარი დამიჭირონ და გააკეთონ არჩევანი იმ ახალი ოზურგეთის სასარგებლოდ, რომლის შენებაც ჩვენ, ფაქტობრივად ნულიდან დავიწყეთ. თითოეულ ამომრჩეველს ვპირდები, რომ ნებისმიერი მათგანის პრობლემა ჩემი პირადი საზრუნავი იქნება. მე მჯერა ჩემი ოზურგეთელების.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

უწყებათაშორისმა კომისიამ არჩევნების მეორე ტურისთვის რეკომენდაცია გამოსცა

ახალი შეზღუდვები მძღოლებისთვის

ყველა სიახლე

ზაფრანი

გაიგე, რა არის შენი სისუსტე

9:38; 6.03.2026
მსოფლიო

ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის

9:36; 6.03.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე – ეს დროის ფუჭად კარგვაა – მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ

9:31; 6.03.2026
პოლიტიკა

“შეშფოთებას გამოვთქვამთ”- კობახიძე ალიევს ესაუბრა

22:15; 5.03.2026
მსოფლიო

ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

20:31; 5.03.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

19:29; 5.03.2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები

19:10; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება: ვგმობთ აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

18:14; 5.03.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ექვსი კომპანიის წარმომადგენლებს მოუსმინეს

18:11; 5.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:49; 5.03.2026
სამართალი

ბრიფინგი შსს-ში – პოლიციამ გასულ 24 საათში ინტერპოლით ძებნილი 11 პირი დააკავა

17:26; 5.03.2026
მსოფლიო

საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

17:12; 5.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტი “ფორმაში” გრძელდება – უყურეთ მეორე ეპიზოდს

17:10; 5.03.2026
სამართალი

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გურიაში – ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

16:44; 5.03.2026
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონის აღმოჩენას ადასტურებენ

16:41; 5.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო