მრავალი საბჭოთა მხატვრული ფილმის ერთ-ერთ მთავარ და „პოპულარულ” პერსონაჟს, ვლადიმერ ულიანოვი ანუ ლენინი წარმოადგენდა. პროლეტარიატის ბელადი მეტად „საყვარელი” კინოსახე იყო და იშვიათად ნახავდით კინოსურათს, სადაც მის სახელს ერთხელ მაინც არ ახსენებდნენ.
მსახიობი ზურა ყიფშიძე იგონებდა:
„შოთა მანაგაძე იღებდა ფილმს „წუთისოფელი”. იქ ერთი სცენა იყო, სადაც მე უნდა შევსულიყავი ოთახში და სრულ სიჩუმეში გამომეცხადებინა – „ლენინი მოკვდა!”.
ამ ფრაზას ვერ ვამბობდი და გადაღება ერთი კვირა გაიწელა. როგორ უნდა მეთქვა ეს? მერე შოთა მანაგაძემ ჭოჭი მომცა, შინ მივედი და დედაჩემს ვუთხარი: დედა, “ლენინი მოკვდა!”, ვერ ვთქვი და რაიმე მიშველე – მეთქი.
დედამ შემომხედა და მეუბნება: „წარმოიდგინე, რომ მე მოვკვდი. შვილო, ვითომ ლენინი ვარ”. გაგიჟდი ადამიანო, რას ამბობ – მეთქი.
ბოლოს ერთი კვირა დედაჩემთან ვივარჯიშე. მივედი გადაღებაზე, გავაღე კარი და ვთქვი – „ლენინი მოკვდა!”.
სოფიკო ჭიაურელმა გაკვირვებულმა შემომხედა და მითხრა: „შვილო, ისეთი სახე გქონდა, თითქოს მართლა ლენინი მოკვდაო”.