Euronews-ის ინფორმაციით, ბელგიაში ექიმებმა პრემიერ-მინისტრს, სოფი ვილმესს ე.წ. სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს.
ექიმებმა ერთ-ერთ საავადმყოფოში მისულ პრემიერს ზურგი აქციეს.
მთავრობას აკრიტიკებენ კოროვირუსული პანდემიის ვერ მართვის გამო. ქვეყანაში სადაც 11.5 მილიონი ადამიანია, დაიღუპა 9000-ზე მეტი.
ასევე მიმდინარეობს უთანხმოება ექთნებსა და მთავრობას შორის, ექთნები ითხოვენ უფრო მეტ აღიარებას ჯანდაცვის ინდუსტრიაში.