ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ბენ ჰოჯესი, დღეს დილით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ძალოვნების შეჭრისა და პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.
მისი პოზიციით, მომხდარი ერთმნიშვნელოვნად უკან გადადგმული ნაბიჯია და მომხდარით სარგებელს მხოლოდ კრემლი და ივანიშვილის უახლოესი წრე იღებენ.
“უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის.ერთადერთი, ვინც მომხდარით სარგებელს იღებს, არის ხალხი კრემლში, ბატონი ბიძინა და მისი ხელის შემწყობების უახლოესი წრე. საქართველოსთვის კარგი ამაში არაფერია, განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ძლიერი იქნება ამაში. კრემლი უყურებს, რა ხდება”_ წერს ამერიკელი გენერალი.