მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2 კგ ბადრიჯანი; 1,5 კგ საქონლის ფარში; 4 კბილი ნიორი; 2 ც. ხახვი; 5 ც. პომიდორი; 2 ს/კ ტომატი; 250 გ ყველი; 1 ს/კ ორეგანო; 1 ჩ/კ დარიჩინი; მარილი, შავი პილპილი; 250 მლ წითელი ღვინო.
სოუსი “ბეშამელისთვის”: 125 გრ ნაღების კარაქი; 7 ს/კ ხორბლის ფქვილი; 700 მლ რძე; 3 კვერცხი; 10 გ დაფქული ჯავზი (მუსკატის კაკალი); 1 ს/კ თეთრი პილპილი.
მომზადება: დაჭერით გაფცქვნილი კარტოფილი მრგვალად, ბადრიჯანი _ სიგრძით და ვაცხოთ 160 გრადუსზე ღუმელში 20-30 წუთით, ზეითუნში შევწვათ დაკეპილი ხახვი და ნიორი, დავამატოთ ფარში, მარილი, პილპილი, ორეგონო, დარიჩინი. შემდეგ დავიმატოთ გახეხილი პამიდორი, დავამატოთ ტომატის პასტა, ღვინო.
მოვამზადოთ ბეშამელის სოუსი: ნელ ცეცხლზე ვადნობთ კარაქს, შევურევთ ფქვილს და მოვურიოთ, ნელ-ნელა დავუმატოთ რძე შესქელებამდე. გადმოვდგათ, დავუმატოთ 3 ცალი კვერცხი, პილპილი და მუსკატი. ეს მასა ავთქვიფოთ კარგად.
საცხობ ფორმას (შეიძლება პორციულ პატარა ჯამებშიც ჩავდოთ) წავუსვათ კარაქი, დავალაგოთ ფენებად კარტოფილი, ფარში, ბადრიჯანი, მოვასხათ ბეშამელი. ვაცხოთ აირღუმელში 20 წუთი 180 გრადუსზე. მოვაყაროთ გახეხილი ყველი და მოვბრაქოთ 10 წუთით.
შესაძლებელია ბეშამელის ნაცვლად, თავზე რძიანი და კარაქიანი, ყველშერეული კარტოფილის პიურე დავადოთ და ისე მოვბრაწოთ.