ბერლინთან ახლომდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახორციელდა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მოსახლეობის ევაკუაციის მიზეზი ხანძარია, რომელიც სოფლებს უახლოვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი, რომელიც ბერლინიდან სამხრეთ აღმოსავლეთით 50 კილომეტრშია, ღამით სწრაფად გავრცელდა და 500 საფეხბურთო მოედნის ტოლი ფართობი მოიცვა.
როგორც ცნობილია, ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები ცდილობენ.