
დღეს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში არჩილ თალაკვაძემ ადგილობრივ ჟურნალისტებთან შეხვედრა მოაწყო და მათ კითხვებს უპასუხა.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე, დაინიშნება თუ არა უახლოეს პერიოდში „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის მდივნად, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბესიკ მელუა, არჩილ თალაკვაძემ გვიპასუხა:
„ოზურგეთში „ქართული ოცნების“ ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის დანიშვნა, ეს არის შიდა პარტიული საკითხი. ბესო მელუას კანდიდატურის განხილვა მართლაც ხდება და ამის შესახებ უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი“ .
ბესიკ მელუა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი იყო. ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის ადგილი ვაკანტური იყო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ის მაინც არ დანიშნა ამ თანამდებობაზე.
დღეისთვის ბესიკ მელუას სარჩელი აქვს შეტანილი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ითხოვს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნას და განაცდურის აღდგენას.

































































