ამ წუთებში პარლამენტის წინ “პატრიოტები” და “ანტილიბერალები” ერთობლივ აქციას მართავენ. ისინი ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და პარლამენტის მიმართულებით რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყვეს. თან აქვთ ხატები, დროშები და ბანერები. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, მათი მიზანი მარადიული ღირებულებების დაცვაა და აღნიშანვენ, რომ ერმა და ბერმა ვერ მიაქცია ყურადღება ახალგაზრდობას, რომელიც გუშინ პარლამენტის წინ იდგა.



































































