პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, კოტე კემულარია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება.
„ბიძინა წავიდა! “ის აქ არის” – ს ნაცვლიშვილი-კობახიძის შეგონებაა.
შესაბამისად, “ბიძინას როდესაც ვერ ხედავთ, მაშინაც თქვენთან არის” უნდათ უკვდავად აქციონ.
ახლა ბიძინას “გამარჯვებაზე”:
პანდემიის საბაბით მიტაცებული ნასესხები და ჩვენი შვილების გასასტუმრებელი მილიარდები; განწირული მცირე ბიზნესი, ველური კორუფცია, ცარიელი ხაზინა; ყაჩაღური საკრედიტო პოლიტიკით გაძარცული და ვალაუვალი მოსახლეობის 67%, დიდწილად ახალგაზრდობა; დანგრეული სოციალური და ჯანდაცვა; ერთპარტიული, კომუნისტური ვითომ პარლამენტი, მიწასთან გასწორებული ინსტიტუტები; ოკუპანტთან უნისონში ნაწარმოები საგარეო პოლიტიკა,_ ეს არის ბიძინას საკუთარ ხალხზე “სასტიკი გამარჯვების” არა სრული ნუსხა.
ამ “გამარჯვებისაგან” პასუხისმგებლობას ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.
ნაცვლიშვილმა-კობახიძემ ხომ დაგვამუნათეს, “ბიძინას რომ ვერ ხედავთ, ის მაინც თქვენთან არისო”.
ბიძინას პოლიტიკიდან წასვლას კი, ვადამდელი არჩევნები სჭირდება ამაზე უკვე ამერიკის ახალი ხელისუფლებაც ალაპარაკდა.
ეს ჩვენი გასაკეთებელია და ერთად დგომით 2021-ში ამას აუცილებლად შევძლებთ. ეს არის მთავარი“,_ აცხადებს კემულარია.