მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ ცნობილი კონცერტების წინ ხორცზე უარს ამბობს. წელს, ჩოაცჰელლა-ს ფესტივალის წინ ბიონსემ 22 დღიანი ვეგეტარიანული დიეტა დაიცვა.
ფილმის, Dreamgirls-ის გადაღებებისთვის წონაში დასაკლებად კი ლიმონათის დიეტა დაეხმარა. ბიონსე ორგანიზმის გაწმენდისთვის დეტოქს-სასმელებს წყლისგან, ლიმნის წვენისგან და სიროფებისგან ამზადებდა.
პირველი მშობიარობის შემდეგ, მომღერალმა დაბალკალორიული დიეტა დაიცვა: ომლეტი ან ბოსტნეულის სმუზი საუზმეზე, თევზი და დიდი რაოდენობის ბოსტნეული სადილსა და ვახშამზე.
ბიონსეს რაციონის კონტროლი თავად უყვარს. მის საკონცერტო მენიუშია ნუში და დიეტური ხრაშუნა პური. ნებისმიერი არაჯანსაღი საკვები კულისებში მკაცრადაა აკრძალული. სცენაზე გასვლის წინ ორგანიზმი სტრესს განიცდის, ამიტომაც სწორი კვება ნეგატიური ზემოქმედების თავიდან არიდების საშუალებაა.
ბიონსე ბევრ წყალს სვამს. “ვცდილობ ჩემს თავზე ვიზრუნო ამიტომაც ყოველდღე 4/5 ლიტრ ლიმნიან წყალს ვსვამ, განსაკუთრებით რეპეტიციებზე. ამ გზით დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ორგანიზმი საჭირო ვიტამინებს იღებს”ამასთან, მას საზამთროს წვენიც უყვარს.
ბიონსე დარწმუნებულია, რომ არაა აუცილებელი ფორმაში ყოფნისთვის საკუთარ თავს საყვარელი კერძი აუკრძალოთ. ხანდახან მომღერალი ბატიბუტით ან შოკოლადით ხელში გადაღებულ სურათებს აქვეყნებს. “ჩემი კანი ბრწყინავს და არაა აუცილებელი ნახშირწყლებზე უარი ვთქვა. ასე უკეთაც მძინავს.” – აცხადებს არტისტი.
“ჩემი იდეალური კვირა დღე ასე გამოიყურება: საყვარელ პიცერიაში სადილი, წითელი ღვინო და არანაირი საუბრები სამსახურზე”. – აცხადებს ბიონსე. იტალიურ რესტორანში ბიონსეს საფირმო კერძი პასტა და სენდვიჩია. ამასთან ვეგეტარიანულ “ქაფქეიქსა” და შოკოლადს მიირთმევს.