ამ წუთებში საპროტესტო აქციაა ქობულეთში. ადგილობრივები ბობოყვათში მიწების აუქციონის წესით გასხვისებას აპროტესტებენ.
რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებმა რკინიგზის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. ისინი ამ ფორმით ცდილობენ ხელისუფლებას ხმა მიაწვდინონ და საკუთარი პროტესტი გააგებინონ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ გახსნიან სარკინიგზო გზას იქამდე, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება მათი პრობლემებით არ დაინტერესდება. აქციის მონაწილეები ადგილზე კარვების მიტანასაც გეგმავენ.
წყარო: მთავარიტვ