“ნაციონალური მოძრაობა” ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს არ აღიარებს.
“დღევანდელი არჩევნები იყო ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება და რჩება ქართველი ხალხის გამარჯვებად.
ჩვენ ვხედავთ, რომ ცესკომ შეასრულა ივანიშვილის ბინძური დაკვეთა და გამოაცხადა შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა მოპარა ხალხს ევროპული მომავალი.
ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა არ ვაღიარებთ ამ შედეგებს.
ვიბრძოლებთ, როგორც არასდროს და არ შევეგუებით ამ შედეგებს. დარწმუნებული ვარ, შემდეგი მთავრობა იქნება კოალიციური მთავრობა და უახლოეს საათებში გავაკეთებთ განცხადებას, როგორ ვიმოქმედებთ”,_ განაცხადა თინა ბოკუჩავამ.