დილის 4 საათზე, ფოქსის 10 საათიანი ეთერი დასრულდა.
ჟურნალისტი ნანა საჯაია სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას ამერიკის შეერთებულ შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ.
„მონაცემები ბოლო 2 საათი არ შეცვლილა და ჩვენმა decision desk-მა (სტატისტიკოსების, მკვლევრების, სოციოლოგების ჯგუფია) თქვა, რომ მომდევნო რამდენიმე საათი (დილის 9-მდე) ცვლილებებს არ ელოდებიან.
ბოლო მონაცემები ასეთია:
ბაიდენი – 238, ტრამპი -213
გამარჯვებისთვის საჭიროა — 270 ხმა.
დარჩენილია 6 შტატი:
*ჯორჯია – (16 ხმა)
*ჩრდილოეთ კაროლინა – (15 ხმა)
*მიჩიგანი – (16 ხმა)
*უისკონსინი – (10 ხმა)
*ნევადა – (6 ხმა)
* და პენსილვანია (20 ხმა)
პ.ს. წავედი, ცოტას დავიძინებ“,_ დაწერა ჟურნალისტმა ნანა საჯაიამ.